ლიპარტელიანი ოქროს, სარდალაშვილი კი ბრინჯაოს შეუტევს – თბილისის გრანდ-სლემის პირველი დღე

თბილისის გრანდ სლემის პირველ საშეჯიბრო დღეს პირველ საშეჯიბრო დღეს ტატამიზე 16 ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა, რომელთაგან -57 კილოგრამ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანი ფინალში იჭიდავებს, გიორგი სარდალაშვილი კი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.
ლიპარტელიანმა ნახევარფინალში სლოვენიელ კაიზერს სძლია.
სარდალაშვილმა კი რეპეშაჟში აზერბაიჯანელ ბაირამოვს აჯობა და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.
შეგახსენებთ, ფინალური ბლოკი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.