ლიპარტელიანის ოქრო, ნოძაძის ვერცხლი და ლოლაძის ბრინჯაო – თბილისის გრანდ სლემის პირველი საშეჯიბრო დღე

თბილისში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში დღეს საქართველოს ნაკრების 14 წევრი ასპარეზობდა: ჯაბა პაპინაშვილი, ნიკა ხუზაურაშვილი, თორნიკე მაზიაშვილი, ამირან დარბაისელი (ყველა – 60 კგ), თემურ ნოზაძე, ლაშა ნადირაძე, ხვიჩა გაფრინდაშვილი, ლუკა საგანელიძე (ყველა – 66 კგ), ჯულიეტა როდონაია (48 კგ), ანანო მორგოშია (52 კგ), ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე, ნინო წიკლაური, სოფიო ბედოშვილი (ყველა – 57 კგ).
– 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანმა თბილისის გრანდ სლემზე ოქროს მედალი ზედიზედ მეორედ მოიპოვა, ეთერმა ფინალში ფრანგი მარტა ფავაზი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა. ამავე წონით
კატეგორიაში ნინო ლოლაძემ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში გერმანელი პოლინ სტარკი დაამარცხა.
– 66 კგ წონით კატეგორიაში თემურ ნოზაძე ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე ალბერტ ნაგუჩევთან დამარცხდა. ლაშა ნადირაძე და თორნიკე მაზიაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ.