ქართული ოცნების ერთპარტიული და არალეგიტიმური დეპუტატის, ილია ინჯიას განცხადებით, ასევე არალეგიტიმურ დეპუტატებთან – ვარლამ ლიპარტელიანთან და ნიკა ელისაშვილთან ერთად “საპარლამენტო უმრავლესობას” ტოვებს და აპირებენ პარტია “ევროპული სოციალისტების ბაზაზე ოპოზიციური საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი” შექმნან.
“დავიცავთ კოლეგიალობის პრინციპი და გადაწყვეტილება ვაცნობეთ უმრავლესობის წარმომადგენლებს […] ჩვენს მისიას ვხედავთ ჯანსაღი ოპოზიციის ფუნქციის შესრულებაში” — თქვა ინჯიამ.
ილია ინჯია ფრიდონ ინჯიას შვილია. ფრიდონ ინჯია მე-10 მოწვევის პარლამენტში პატრიოტთა ალიანსის სიით მოხვდა და ოცნების სატელიტ პარტიად მიიჩნეოდა.