ლიონში (საფრანგეთი) საბავშვო საფენებს დააკომპოსტირებენ

ლიონი (საფრანგეთი) დაიწყებს მეორადი ბავშვის საფენების მასობრივ კომპოსტირებას.
წლის დასაწყისში ქალაქში უკვე ათმა ბაგა-ბაღმა დაიწყო ბიოდეგრადირებადი საფენების გამოყენება, რომელთა გადამუშავებაც შესაძლებელია. ისინი არ შეიცავენ პლასტმასს, ქიმიკატებს, მცენარეულია და უსაფრთხოა ბავშვის კანისთვის.
მეორად საფენებს კურიერები სატვირთო ველოსიპედებით მიიტანენ გადამამუშავებელ ქარხანაში, სადაც მათ ურევენ სველ საკვებ კომპოსტსა და ხის ნამსხვრევებს. მზა კომპოსტს გამოიყენებენ როგორც სასუქს ბოსტნეულისა და ხილის მოსაყვანად.
ექსპერიმენტი წარმატებულადაა შეფასებული და შესაბამისად ეს ტექნოლოგიური სქემა გავრცელება ქალაქის საჯარო ბაგა-ბაღების თითქმის ნახევარზე გავრცელდება.
ცნობისთვის, დადგენილია, რომ ერთი ბავშვი დაახლოებით ტონა საფენს იყენებს და მათი ნარჩენები შეადგენს ლიონის ურბანული ნარჩენების დაახლოებით ათ პროცენტს.
პლასტმასისგან დამზადებული საფენების ამოღებას ბრიუსელიც ცდილობს. გასულ წელს, ქალაქის 40-მა ბაგა-ბაღმა დაიწყო მრავალჯერადი გამოყენების საფენების გამოყენება.
ასეთი ინიციატივები არის პლასტმასის წინააღმდეგ ბრძოლის პანეევროპული სტრატეგიის ნაწილი. 2030 წლისთვის ევროკავშირში ყველა პლასტმასის შეფუთვა ან გადამუშავდება ან ხელახლა იქნება გამოყენებული.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…