„ლიონმა“ ლიგა 1-ში ადგილი გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერით შეინარჩუნა – „ეკიპი“

გიორგი მიქაუტაძის ყოფილმა კლუბმა „ლიონმა“ გამოაქვეყნა ფინანსური ანგარიში, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ გუნდის მიერ ლიგა 1-ში ადგილის შენარჩუნება მნიშვნელოვნად განაპირობა მიქაუტაძის ტრანსფერმა, – წერს გამოცემა „ეკიპი“.
„ლიონს“ ფინანსური რეგულაციების გამო პრობლემები ჰქონდა, რის შემდეგაც საჭირო იყო სახელფასო ფონდის გამოთავისუფლება. გამოსავალი მიქაუტაძის ესპანურ „ვილიარეალში“ გაყიდვა აღმოჩნდა, რის შემდგაც გუნდის ბიუჯეტი 22.6 მილიონი ევროთი შეივსო.
პირველი არხი