“ლიონმა” “ბოტაფოგოდან” სეზონის ბოლომდე 23 წლის ნახევარმცველი ტიაგო ალმადა იჯარით აიყვანა, – ამის შესახებ ფრანგული კლუბი საიტით იტყობინება.
ალმადამ მიმდინარე სეზონში ბრაზილიის ჩემპიონატის 17 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. ის მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრების განაცხადში იყო.
“ლიონის” და “ბოტაფოგოს” მფლობელი ამერიკელი ბიზნესმენი ჯონ ტექსტორია.