“ლიონი” – პსჟ. 0:0 პირველი ტაიმის შემდეგ

სტუმართა რიგებში ისევ სასტარტოში იყო, მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა პაულო ფონსეკამ კი კარგ ფორმაში მყოფი გიორგი მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა. დედაქალაქელები თავიდანვე დაეუფლენ უპირატესობას, აქტიურმა კვარაცხელიამ, რომელმაც როგორც ჩანს, ადაპტაციის პერიოდი გაიარა და ლაღად მოქმედებდა, დემბელე მეკარე პერისთან პირისპირ გაიყვანა, მოატყუა, დაარტყა კიდეც, მაგრამ ზედ კარის ხაზიდან ბურთი მატამ გამოიტანა. შემდეგ ხვიჩა რამდენიმე მეურვეს დაუსხლტა, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი მიზანს ასცდა. მომენტი „ლიონმაც“ შექმნა, როდესაც კუმბედის
გატანა დონარუმამ არ დაანება.
ლიონი – პსჟ
ამ ხუმრობის არსს ვერ ჩავწვდი, მაგრამ რატომღაც ამ თამაშს ადევს ჰოფენჰაიმი – შტუტგარტის რეპორტაჟის ხმა… სავარაუდოდ, იმაზე თუ მიგვანიშნებენ, რომ შეეძლოთ, სულაც ნეფთჩი-ფახთაქორის ხმა დაედოთ და სად ვიჩივლებდით?!… თუ ეგრეა, მადლობა, მაგრამ შემდეგში, პირადად მე, 1978-ის არგენტინა- ჰოლანდიის რეპორტაჟის ხმას ვარჩევდი…

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში