„„ლიონი“ გიორგი მიქაუტაძის გაყიდვას არ გეგმავს. ფონსეკას სურს, რომ ევროტურნირებზე წარმატებული სვლა განაგრძოს. ეს ამბავი ძალიან გვახარებს“, – ინფორმაციას „ლიონის“ მხარდამჭერთა გვერდი LesFansGones-ი ავრცელებს.
გიორგი მიქაუტაძის „ლიონმა“ საფრანგეთის ლიგა 1-ში ადგილი შეინარჩუნა, მაგრამ ამის მიუხედავად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კლუბი წამყვან მოთამაშეებს მაინც ვერ შეინარჩუნებდა.
ამას დაემატა „რომაში“ მომხდარი ამბავი, რომელიც ბევრმა სწორედ მიქაუტაძის დააკავშირა – რომაელებმა ელდორ შომუროდოვი იჯარით გაუშვეს. პარალელურად კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ იტალიური კლუბი ქართველი თავდამსხმელითაა დაინტერესებული.
უზბეკეთის ნაკრების თავდამსხმელი, რომელმაც გასულ სეზონში „რომაში“ 37 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა, ერთწლიანი იჯარით კარიერას თურქულ „ბაშაკშეჰირში“ გააგრძელებს.
