“ლიონი” მიქაუტაძეს ამ თანხაზე ნაკლებად ვერ შეელევა – გიორგის შეძენის სურვილი კიდევ სამმა კლუბმა გამოთქვა
Teamtalk-ის ცნობით, „ლიონის“ თავდამსხმელ გიორგი მიქაუტაძით „ნოტინგემ ფორესტი“ დაინტერესდა, მაგრამ მისი შეძენა ადვილი არ იქნება, რამეთუ „რომას“ და „აინტრახტის“ სახით სერიოზული კონკურენტები ჰყავს.
გამოცემა წერს, რომ მიქაუტაძე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელია და მომავალ სეზონში ევროტურნირებზე მონაწილე ამ სამი გუნდის გარდა, ქართველის გადაბირების სურვილი სხვა კლუბებსაც ექნებათ.
აღნიშნულია, რომ ლიგა 2-ში დაქვეითებული „ლიონი“ გიორგის 25 მილიონ ევროზე ნაკლებად ვერ შეელევა. თუმცა, ჯერ ოფიციალურად ფრანგული კლუბისთვის ოფიციალურად არ მიუმართავთ.
მიქაუტაძე „ლიონმა“ 2024 წელს „მეცისგან“ 18.5 მილიონად იყიდა, კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე გაუფორმა, გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 47 მატჩში 17 გოლი და 11 საგოლე გადაცემა მიითვალა, transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 22 მილიონია.
რომელი პოზიციიდან შეუტევს “კვარა” მესის გუნდს და როგორი იქნება პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა?
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია – მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
“ლიონი” გადარჩა – მიქაუტაძის გუნდს სატრანსფერო ბანი მოუხსნეს
“ტოტენჰემი”, “რომა” და სხვები – მიქაუტაძის შეძენის სურვილი რამდენიმე კლუბს აქვს
2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია LGBTQ კამპანიის ლოგოს დამალვის გამო – საფრანგეთში ნემანია მატიჩი დასაჯეს
[VIDEO] რთულია ემოციების გარეშე უყურო – გიორგი მიქაუტაძე პარიზში საკვირაო წირვას დაესწრო, ნახეთ ქართველი ქომაგების რეაქცია
