“ლიონიდან” ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი წასვლას აპირებს

32 წლის მცველი ნიკოლას ტალიაფიკო ზაფხულში “ლიონს” დატოვებს, – ამის შესახებ ინფორმაციას Get Football News France ავრცელებს.
გამოცემის მტკიცებით, არგენტინელი მწვრთნელის, პიერ საჟის გადაყენების გამო უკმაყოფილოა, კონტრაქტი 30 ივნისს უმთავრდება და კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
ტალიაფიკო “ლიონში” 2022 წელს “აიაქსიდან” გადავიდა, ამჟამად გუნდში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია, მიმდინარე სეზონში კი ყველა ტურნირზე 19 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში