ლინდსი გრემი: შემდეგ დღეებში, თქვენ დაინახავთ იარაღის და საბრძოლო მასალების უზარმაზარ, რეკორდულად დიდ ნაკადს, რათა დავეხმაროთ უკრაინას თავი დაიცვას

“შემდეგ დღეებში, თქვენ დაინახავთ იარაღის და საბრძოლო მასალების უზარმაზარ, რეკორდულად დიდ ნაკადს, რათა დავეხმაროთ ს თავი დაიცვას. ამერიკა დაიწყებს ევროპისთვის უზარმაზარი რაოდენობის იარაღის მიყიდვას, რომელიც გადაეცემა უკრაინას. თვალი ადევნეთ ახალ ამბებს დაყადაღებულ რუსულ აქტივებზე, პუტინს იმედი ჰქონდა, რომ ჩვენ და ევროპა დავიღლებოდით, და ზუსტად აქ დაუშვა მან საბედისწერო შეცდომა.”
“კონგრესი ამერიკის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი სასანქციო პაკეტის მიღების ზღვარზეა. მივმართავ ჩინეთს, ინდოეთს და ბრაზილიას – ძალიან დაზარალდებით, თუ პუტინის დახმარებას გააგრძელებთ.” რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი.