ლინდსი გრემი: რუს ხალხს: პუტინს თქვენ უფსკრულისკენ მიჰყავხართ: ათეულობით ათასი რუსი სამხედრო მოკლულია ან დაჭრილი. ეკონომიკა იტალიაზე მცირე ზომისაა და უფრო მეტი წნეხი წამოვა

ვაფასებ ყველაფერს, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სცადა ამ საშინელი ომის დასამთავრებლად, მაგრამ ნებისმიერი ომის დასასრულებლად უნდა გყავდეს პარტნიორები, რომლებსაც ეს სურთ. ამჯერად პუტინს ეს არ სურს.

რაც შეეხება პუტინს: უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ის კაცია, რომელმაც ხელი შეუწყო ასადის რეჟიმს ვერტმფრენებიდან უდანაშაულო მოსახლეობაზე ბომბების ჩამოყრაში და მიზანმიმართულად სირიაში საავადმყოფოების მიზანში ამოღებაში. იმავენაირ ბარბაროსულ საქციელს ვხედავთ უკრაინაში.

ხოლო რუს ხალხს: პუტინს თქვენ უფსკრულისკენ მიჰყავხართ: ათეულობით ათასი რუსი სამხედრო მოკლულია ან დაჭრილი. ეკონომიკა იტალიაზე მცირე ზომისაა და უფრო მეტი წნეხი წამოვა. იმაზე უფრო იზოლირებულია, ვიდრე ოდესმე. ეს რუსეთს დიდებულად არ აქცევს. ასე გარიყული სახელმწიფოა. თქვენ, რუს ხალხსა და არმიას, უკეთესი შეგიძლიათ.

წერს რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, რომელშიც იგი ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მუქარის შემცველ პოსტს ეხმაურება.

მანამდე, -ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე ვლადიმირ პუტინის მიმართ მუქარის შემცველი პოსტი გაავრცელა, რომელშიც წერდა, რომ პუტინი “ცეცხლს ეთამაშება”.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას