ლინდსი გრემი კრემლს: თუკი პუტინსა და სხვებს აინტერესებთ, რა მოხდება 51-ე დღეს, აიათოლასთან დარეკვას ვურჩევდი

ამერიკელი სენატორი ლინდსი გრემი პრეზიდენტ ს 14 ივლისის განცხადებებს ეხმაურება და მოსკოვს ურჩევს, “სიტყვაზე ენდოს” -ის პრეზიდენტს:
“აშშ-ის პრეზიდენტის გუშინდელი განცხადება ევროპელების მიერ ნაყიდი ამერიკული იარაღის ნატოს გავლით უკრაინისთვის მიწოდებაზე, მისასალმებელი ამბავია. ასეთივე მნიშვნელოვანი იყო მისი განცხადება, რომ, თუკი ბრძოლა 50 დღეში არ დასრულდება, ის 100%-იან ტარიფებს დაუწესებს ქვეყნებს, რომლებიც სგან ნავთობს ყიდულობენ, რითაც აძლიერებენ პუტინის ომის მანქანას. ეს იქნება პუტინისთვის ყველაზე მტკივნეულ ადგილას დარტყმა”.
სენატორი გრემი ს პრეზიდენტს ურჩევს, ირანის უზენაეს სულიერ ლიდერთან დააზუსტოს, რა მოჰყვება -ის პრეზიდენტის მიერ დაწესებული ვადის დარღვევას:
“თუკი პუტინსა და სხვებს აინტერესებთ, რა მოხდება 51-ე დღეს, აიათოლასთან დარეკვას ვურჩევდი. იმ ქვეყნის ადგილას რომ ვიყო, რომელიც რუსეთისგან იაფ ნავთობს ყიდულობს და პუტინის ომის მანქანას აძლიერებს, პრეზიდენტ ტრამპს სიტყვაზე ვენდობოდი”.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 14 ივლისს თეთრ სახლში ნატოს გენერალურ მდივან მარკ რიუტესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ აშშ “ძალიან მკაცრ გადასახადებს” დაუწესებს რუსეთს 50 დღეში – თუკი ში ომის დასრულებაზე შეთანხმება არ იქნება მიღწეული.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ აშშ მაღალტექნოლოგიურ იარაღს გაუგზავნის ნატოს უკრაინის მხარდასაჭერად რუსეთის წინააღმდეგ ომში.
ფორუმი