ლინდსი გრემი დონალდ ტრამპის 50 დღიან ულტიმატუმზე – თუ პუტინსა და სხვებს აინტერესებთ, რა მოხდება 51-ე დღეს, ვურჩევდი, აიათოლას დაურეკონ

-ის პრეზიდენტის განცხადება ნატო-ს მეშვეობით უკრაინაში ამერიკული წარმოების იარაღის – ევროპელების დაფინანსებით – გაგზავნის შესახებ სასიამოვნო ამბავი იყო, – ამის შესახებ ამერიკელი სენატორი, ლინდსი გრემი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანი იყო დონალდ ტრამპის განცხადება, რომ თუ საბრძოლო მოქმედებები 50 დღეში არ დასრულდებოდა, ის 100%-მდე ტარიფებს დაუწესებს იმ ქვეყნებს, რომლებიც იაფ რუსულ ნავთობს ყიდულობენ და პუტინის საომარ მანქანას უჭერენ მხარს.
ამერიკელი სენატორი აცხადებს, რომ მათ, ვისაც აინტერესებთ, რა მოხდება 50 დღის გასვლის შემდეგ, ურჩევს ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის ჰკითხონ.
„თუ პუტინს და სხვებს აინტერესებთ, რა მოხდება 51-ე დღეს, ვურჩევდი, რომ აიათოლას დაურეკონ. მე რომ ვიყო ქვეყანა, რომელიც იაფ რუსულ ნავთობს ყიდულობს და პუტინის საომარ მანქანას უჭერს მხარს, პრეზიდენტ ტრამპს სიტყვაზე ვენდობოდი“, – წერს ლინდსი გრემი.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯეი დი ვენსი ორბანზე – მსურს, საარჩევნო პერიოდში მას დავეხმარო – არ მაქვს მოლოდინი, რომ უნგრელი ხალხი მომისმენს, მაგრამ მინდა, სიგნალი გავუგზავნო ბრიუსელში ბიუროკრატებს, რომლებიც ცდილობენ უნგრელები დაჩაგრონ