ლილუაშვილი: რეზერვები ნორმაზე 2-ჯერ ნაკლებია, რაც საფინანსო სექტორს უფრო მოწყვლადს ხდის

გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერმა, ბექა ლილუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხელისუფლების მიერ ს სისტემური გაყალბების პირობებში მნიშვნელოვნად გაუარესდა ეკონომიკური პრესპექტივები, რაც უარყოფითად აისახება თითოეული ოჯახის სოციალურ პირობებზეც.
“ეკონომიკაში დაგროვებულია მძიმე სისტემური რისკები, რომელიც, შესაძლოა, ძალიან მალე გამოვლინდეს და ერთბაშად დაასუსტოს ქვეყნის ფინანსური სისტემა – ამაზე საუბრობს არაერთი საერთაშორისო გავლენიანი ორგანიზაცია.
მაგალითად, ლარის კურსი, პოლიტიკური დაკვეთით ხელოვნურადაა დაჭერილი ქვეყნის რეზერვების არარაციონალური ხარჯვის გზით – რაც, მხოლოდ საარჩევნო კვირაში, ქვეყანას 100 მლნ. დოლარი დაუჯდა, ხოლო მთლიანად ოქტომბერში იმაზე მეტი რესურსი დაიხარჯა, ვიდრე მთელი 2023 წლის განმავლობაში”, – აღნიშნა ლილუაშვილმა.
ლილუაშვილის განმარტებით, რეზერვები ნორმაზე 2-ჯერ ნაკლებია, რაც 2 ჯერ უფრო მოწყვლადს ხდის ქვეყნის საფინანსო სექტორს.
“არჩევნების გაყალბების შედეგად, ოცნების მცდელობა – გაიხანგრძლივოს ხელისუფლება, ქმნის არამარტო ლარის კურსის, არამედ ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური იზოლაციის საფრთხესაც. შეგახსენებთ, რომ ოცნების უგუნურ პოლიტიკას – შვედეთის, კანადის, დიდი ბრიიტანეთის, გერმანიის, ევროკავშირის, -ის მხრიდან – 300 მლნ. დოლარამდე ფინანსური დახმარების შეჩერება მოჰყვა. მანამდე კი, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის ხელყოფის შედეგად, შეჩერდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა და მხარდაჭერა 280 მლნ. დოლარის მოცულობით”, – განაცხადა გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერმა.
ამასთან, ლილუაშვილი ხაზს უსვამს, რომ ყველაფერთან ერთად, ქვეყანაში მოქმედებს ე.წ. ოფშორების კანონი, რომელიც 100 პროცენტით გაუმჭვირვალეა და წარმოადგენს შავი ფულის მოძრაობის გამიზნულად შექმნის გზას.