ლილუაშვილი კობახიძის ინიციატივაზე: ვერშემდგარი პრემიერი გასულია ადეკვატურობის სივრციდან

რაღაცა ტრაგიკომედიაში გვაცხოვრებს ეს ხელისუფლება. როცა გგონია, რომ ამაზე მეტად არაადეკვატურობის დონე აღარ არსებობს, ყოველ ჯერზე გვაოცებს არაადეკვატურობით. საერთოდ გასულია, როგორც ჩანს, ეს ვერშემდგარი პრემიერმინისტრი ადეკვატურობის სივრციდან. […]
ახლა გამოვიდა ეს კაცი, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს საერთოდ საერთაშორისო [ურთიერთობებზე], ან, უბრალოდ, თავისი საღი აზრის მიმართ კითხვის ნიშნების ფასადაც, თავისი ადეკვატურობის მიმართ კითხვის ნიშნების ფასადაც, დიპლომატიურ წარმომადგენლებს და ელჩებს საჯარო დისკუსიაში [იწვევს]. ეს შეიძლება მათ თავისი პროპაგანდით შეასაღონ საქართველოს მოქალაქეებს როგორც ჩვეულებრივი გამოწვევა.
კაცი, რომელმაც ერთი ადამიანი, ვერც ქვეყნის გარეთ, ვერც ქვეყნის შიგნით, ვერც პირველ ჯერზე, ვერც მეორე ჯერზე, ვერ დაარწმუნა იმაში, რომ ის არ აკეთებს რუსული ინტერესების შესაბამის საქმეს, რომ ის არ ახდენს რუსული კანონის მიღებას, ახლა გამოდის და ამ პროცესში ცდილობს, შემოიყვანოს პირდაპირ, არა მხოლოდ კანონის დონეზე გამოაცხადოს ევროკავშირი მტრად, არამედ შემოიყვანოს დაპირისპირებულ მხარედ – საქართველოს ინტერესების შემლახველ მხარედ გამოიყვანოს და გააფორმოს ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოების ოფიციალური წარმომადგენლები.
გახარიას პარტია საქართველოსთვის წევრი, პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივაზე.
-ს, ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს რუსული კანონის შეფასებისას დიპლომატიური სტანდარტების დარღვევაში ადანაშაულებს და კანონპროექტის გარშემო პროცესების “გამჭვირვალობისათვის” მათ საჯარო დისკუსიის გამართვას სთავაზობს.