გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის წევრმა, ბექა ლილუაშვილმა პრემიერმინისტრობის კანდიდატ ირაკლი კობახიძეს პარლამენტის სხდომაზე მიმართა:
დღეს საქართველოს მოსახლეობამ უნდა გამოგიცხადოთ ნდობა, რომელსაც უნდა დამსახურება. ჩემი პირველი კითხვა იქნება ასეთი – დამისახელეთ ერთი პოლიტიკური ნაბიჯი, სიტყვის ერთგულების ერთი ფაქტი, რის გამოც იმსახურებთ მოსახლეობის ნდობას. მე, პირიქით, შემიძლია დაგისახელოთ მინიმუმ 10, რის გამოც არ იმსახურებთ. მაგალითად, თქვენ ხართ გავრილოვის ჩამომყვანი, მაქეიფარი და თავმჯდომარის სავარძელში ჩამსმელი, თქვენივე დაწერილი კონსტიტუციის გამპარტახებელი, მურუსიძე-ჩინჩალაძის დაჯგუფების საბოლოოდ გამაძლიერებელი, “რუსული კანონის” ინიციატორი და მიმღები, პარლამენტის ინსტიტუტის რეალური ფუნქციონირებისგან სრულად გამცლელი და დამანგრეველი. თქვენ, პერსონალურად ხართ ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში მოქალაქეების 100 000-იანი საპროტესტო აქციის მიზეზი, თან ორჯერ. ივანიშვილმა რატომ აგირჩიათ გასაგებია – ეს ყველაფერი მისი დავალებით შეასრულეთ.