ლილუაშვილი: ბესო ხარძიანის მოსამართლე “ოცნებას” უვადოდ ჰყავს განმწესებული

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ეხმაურება „ქართული ოცნების“ შექმნილი, ენმ-ის ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის მუშაობას, რომელმაც ბოლო სხდომაზე ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის საქმე განიხილა.
ლილუაშვილს აინტერესებს, გამოკითხვას თუ არა კომისია ამ საქმის ყველა ფიგურანტს, მათ შორის თავად „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს უვადოდ დანიშნულ მოსამართლე ლელა ნოზაძეს. ლელა ნოზაძე იყო მოსამართლე, რომელმაც 2011 წელს ნარკოდანაშაულის ბრალდებაზე ბესიკ ხარძიანს პატიმრობა შეუფარდა.
„გამოძიება ეხება 2012 წლამდე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილ ქმედებებს. ამ გამოძიებასთან ჩვენ საერთო არაფერი გვაქვს. თუ ვინმეს აქვს კავშირის და განგრძობითად ვინც შეინარჩუნა ეს ძალადობრივი მექანიზმები, არის „ქართული ოცნება“. მოსამართლე, რომელიც წინ უძღოდა ბიზნესის რეკეტის სამაგალითო საქმეს — ბესო ხარძიანის საქმეს – „ოცნებას“ განწესებული ჰყავს უვადო მოსამართლედ. ამას უპასუხოს „ოცნებამ“ — როგორ შეიძლება გამოგქონდეს წინა რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე სამაგალითო შემთხვევა, რომელიც აჩვენებს ძალადობას და ამაზე ცდილობდე პოლიტიკური ქულების დაწერას და მეორე მხრივ მოსამართლე, რომელიც ამ საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია, იყოს შენი უვადო მოსამართლე და მურუსიძის სისტემის შემადგენელი ნაწილი. ამიტომ კეთილი ინებოს და გამოიკითხოს ის ხალხი, ვინც ეს ქმედება ჩაიდინა“, — განაცხადა ლილუაშვილმა.
„ქართულ ოცნებას“ ერთპარტიულ პარლამენტში შექმნილი აქვს 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს. 21 მარტს კომისიამ ბიზნესზე ზეწოლისა და წამების ერთ-ერთი საქმე ბესარიონ ხარძიანის საქმე განიხილა. სხდომაზე გამოიკითხა ბიზნესმენის შვილი ბესარიონ ხარძიანი, მსჯავრდებული ზაზა გუგავა და გიორგი უდესიანის ადვოკატი დავით კვაჭანტირაძე.
ბესარიონ ხარძიანისთვის კუს ტბის წილების გამოძალვისა და წამების საქმეზე ბრალდებულები გიორგი უდესიანი და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 საპყრობილის ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე არიან.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – დმანისში მომხდარ ფაქტზე ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც სახის არეში მრავლობითი დარტყმის შედეგად დაზარალებული რკინის კიბეებიდან გადააგდო, დაზიანების შედეგად გარდაცვლილი კი თავისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა

გიორგი შარაშიძე – რა გასაკვირია, რომ თუნდაც ერთი წლის წინ ევროკავშირი უარყოფითად აფასებდა საქართველოს პროგრესს? – როგორ ფიქრობთ, ელჩს ასეთი მნიშვნელოვანი პოზიციის დაფიქსირება სურს და სამინისტროში გაგზავნილი რიგითი წერილით შემოიფარგლება?

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელის ღირებულებითი უკუსვლა დაიწყო მაშინ, როდესაც დეზინფორმაცია და პროპაგანდა მისაღებ პოლიტიკურ იარაღად აღიარა – დადასტურდა, რომ კანონი ამერიკულია, რომ ინტეგრაცია ბრიუსელმა შეაჩერა და რომ ჯამი ჭურჭელია

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე დაკავებულთაგან ხუთ პირს, მათ შორის მანანა გიორგობიანს ბრალი წარედგინა – დადგინდა, რომ დაპირისპირება გიორგობიანისთვის სუპერმარკეტის თანამშრომლის მიერ თანხის დახურდავებაზე უარს მოჰყვა