„ლილოს ბაზრობაზე“ ძლიერი ხანძარია

„ლილო მოლში“, რომელიც „ლილოს ბაზრობის“ სახელით არის ცნობილი, ძლიერი ხანძარია. ადგილზე მუშაობს 15-მდე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
რადიო თავისუფლების ცნობით, ცეცხლი უკიდია 5000 კვ.მ. ტერიტორიას. დაშავებულების შესახებ არ არის ცნობილი.
ეს არ არის თბილისში მდებარე ბაზრობაზე ხანძრის გაჩენის პირველი შემთხვევა. წლების წინ ხანძრის შედეგად დაიწვა ვარკეთილსა და სადგურის მოედანზე განთავსებული სავაჭრო სივრცეებიც.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: არა, ეს თქვენ გიხარიათ ტროტუარებიდან ხალხის დაჭერა, ცემა, დაწამვლა, დასისხლიანება და ადამიანების უსამართლოდ ცემას და დაჭერას რომ საკუთარ ხელფასს უთანაბრებთ, აი, მაგიტომ ხართ იქ, სადაც ხართ