ლიკვიდირებულია “ჰეზბოლას” კომუნიკაციების მეთაური და განადგურებულია ლიბან-ისრაელის დამაკავშირებელი 3.5-კილომეტრიანი გვირაბი – IDF

IDF-ის [ს არმია] ცნობით, მათმა გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა 3.5 კილომეტრის სიგრძის გვირაბს დაარტყეს, რომელიც ლიბანსა და სირიას შორის გადიოდა და რომელსაც “ჰეზბოლა” ირანული იარაღის კონტრაბანდისთვის იყენებდა.
მათივე ინფორმაციით ბეირუთზე გუშინ განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად, ლიკვიდირებულია “ჰეზბოლას” კომუნიკაციების მეთაური მუჰამედ რაშიდ სკაფი.
თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ განადგურებული გვირაბს “ჰეზბოლას” ერთ-ერთი ქვედანაყოფი აკონტროლებდა, რომელსაც ირანიდან ლიბანში იარაღის გადატანა ევალება.
სამხედროების თქმით, დარტყმამ გაანადგურა გვირაბის სიახლოვეს მდებარე შენობები, იარაღის საწყობები და სხვა ინფრასტრუქტურაც.

ასევე დაგაინტერესებთ

იგორ ნარმანია – იმდენი გააკეთა “ქართული ოცნების” რუსულმა ხელისუფლებამ, რომ აშშ-ის საელჩო „ქარდებით“ გველაპარაკება, მთელი დასავლური სამყარო აცნობიერებს, თუ როგორი მნიშვნელობა აქვს 26 ოქტომბრის არჩევნებს