ლიკვიდირებულია ირანის „ყუდსის ძალების“ მაღალჩინოსანი და ლიბანის მიმართულების სარდალი, დაუდ ალი ზადეჰი | ინფორმაციას ისრაელის საჰაერო ძალები ავრცელებს და წერს, რომ ის თეირანზე განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად მოკლეს. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ზადეჰის ხელმძღვანელობით დანაყოფი მხარს უჭერდა „ჰეზბოლას“ ძალების შექმნასა და ფუნქციონირებას, როგორც დამაკავშირებელი რგოლი „ყუდსის ძალებსა“ და „ჰეზბოლას“ ხელმძღვანელობას შორის




