ლიკა ლორთქიფანიძეს 12-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

ლიკა ლორთქიფანიძეს სასამართლომ 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. მას შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიტიკოს მარიამ ლაშხის შეურაცხყოფას ედავებოდა. საქმე მოსამართლე დავით თეთრაულმა განიხილა.
ადვოკატი მიხეილ თათარაძე „პუბლიკასთან“ ამბობდა, რომ ლორთქიფანიძის მხრიდან არანაირ სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია.
ორი აქტივისტის მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენებას ითხოვს, ერთის მიმართ – ჯარიმის.