ლიკა ლორთქიფანიძეს, რომელსაც შსს „ქართული ოცნების” დეპუტატის, მარიამ ლაშხის შეურაცხყოფას ედავებოდა, 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
გადაწყვეტილების გამოცხადებამ სასამართლო დარბაზში ხმაური გამოიწვია, რის შემდეგაც სასამართლო მანდატურის სამსახურმა რამდენიმე პირს სასამართლოს შენობა დაატოვებინა, მათ შორის რამდენიმე ჟურნალისტს.
ინციდენტი 17 მაისს მოხდა, როდესაც კაფეში მყოფ დეპუტატთან აქტივისტები თათია აფრიამაშვილი და მაგდა მამუკაშვილი მივიდნენ და მიმართეს შეძახილებით: – „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”, “ძირს რუსული რეჟიმი”.
მარიამ ლაშხმა, რომელიც მომხდარის დროს შვილებთან ერთად იმყოფებოდა, აქტივისტების წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა.
