ლიკა თარხან-მოურავი: დონალდ რეიფილდმა ორგანიზატორებს მიწერა რომ ქეთევან დუმბაძისგან ჯილდოს ვერ მიიღებდა

ბრიტანელმა მკვლევარმა, და ქართულის ლიტერატურათმცოდნე, დონალდ რეიფილდმა ქეთევან დუმბაძისგან ჯილდოს მიღებაზე უარი თქვა ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ლიკა თარხან-მოურავი ავრცელებს.

მისი თქმით, 11 მარტს, საქართველოს მწერალთა სახლმა, კულტურის სამინისტრომ საქართველოს საელჩომ ბრიტანეთში დონალდ რეიფილდის დაჯილდოების ცერემონიისთვის ღონისძიება მოაწყო, მაგრამ ბრიტანელმა პროფესორმა “არალეგიტიმური ხელისუფლებისგან” ჯილდო არ მიიღო.

ცნობისათვის, დონალდ რეიფილდი  თანამედროვე ბრიტანელი რუსულისა და ქართულის ლიტარატურათმცოდნე, დედოფალ მერის უნივერსიტეტის პროფესორი. იგი არის წიგნების ავტორი რუსული და ქართული ლიტერატურის შესახებ. მისი გამორჩეული ნაშრომია წიგნი იოსებ სტალინსა და მის საიდუმლო პოლიციაზე.

“დღეს მწერალთა სახლმა, კულტურის სამინისტრომ და საქართველოს საელჩომ ბრიტანეთში დიდი ზეიმი მოაწყვეს ლონდონში. დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში ქეთევან დუმბაძეს დონალდ რეიფილდისთვის ჯილდო უნდა გადაეცა ლიტერატურაში შეტანილი წვლილისთვის. დონალდმა ორგანიზატორებს მიწერა რომ ქეთევან დუმბაძისგან ჯილდოს ვერ მიიღებდა. პასუხად დაამშვიდეს, ჯილდოს შორენა შავერდაშვილი გადმოგცემთო. (ქალბატონი ქეთევანი მართლაც აღარ ჩამოვიდა ლონდონში, ეტყობა მაინც ანერვიულდა ან ვიზა არ მისცეს), თუმცა, საბოლოოდ მან უარი განაცხადა ამ ჯილდოზე, არალეგიტიმური ხელისუფლებისგან ვერ მივიღებო,”  – წერს სოციალურ ქსელში ლიკა თარხან-მოურავი.

11 მარტს, საქართველოს მწერალთა სახლმა, კულტურის სამინისტრომ საქართველოს საელჩომ ბრიტანეთში დონალდ რეიფილდის დაჯილდოების ცერემონიისთვის ღონისძიება მოაწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

გელა მთივლიშვილი: ხომ წარმოუდგენელია, რუსულმა რეჟიმმა, რომელიც კორუფციაში იხრჩობა და მიტაცებული აქვს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, ნებართვა გასცეს საკუთარი დანაშაულების მხილებაზე, რომ კი, მილიონები მოვიპარე

გიგი უგულავა – „ოცნებას“ ძალიან უნდა შეგვათრიოს ადგილობრივ არჩევნებში, შესაბამისად, უნდა დავტესტოთ რამდენად დიდია მათი სურვილი, რისი დამთმობები არიან – დრომ და სიტუაციამ მოიტანა, რომ კომპლექსური საგზაო რუკა უნდა დავდოთ