თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის კურსდამთავრებული ლიზა ბარბაქაძე სწავლას პოლონეთში, College of Europe in Natolin-ში, ევროპული ინტერდისციპლინური კვლევების სამაგისტრო პროგრამაზე აგრძელებს. მან ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში სრული დაფინანსება და სტიპენდია მოიპოვა. ინფორმაციას თავისუფალი უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სამაგისტრო პროგრამის დაწყებამდე ლიზა სწავლობს ჟენევის უნივერსიტეტის 6-კვირიან აკადემიურ პროგრამაზე – Certificate of Advanced Studies in Interreligious Studies, რომელიც ხორციელდება Ecumenical Institute-თან პარტნიორობით.