“ლივერპულში” კლოპის შემცვლელის კანდიდატები ცნობილია

ჟურნალისტი პოლ ჯოისი წერს, რომ “ლივერპულში” იურგენ კლოპის შეცვლის მთავარი კანდიდატი შესაძლოა “ლევერკუზენის” ამჟამინდელი დამრიგებელი ჩაბი ალონსო იყოს.
The Athletic-მა კი 8 ადამიანის სია შეადგინა, ვინც შეიძლება გერმანელი “ენფილდზე” ჩაანაცვლოს.
ესენი რობერტო დე ძერბი, მიჩელი, ტომას ფრანკი, სიმონე ინძაგი, უნაი ემერი, ენჯ პოსტეკოღლუ, იულიან ნაგელსმანი და სწორედ ზემოთ ნახსენები ჩაბი ალონსო არიან.