“ლივერპულმა” შეთავაზება გაზარდა – მამარდაშვილი “მერსისაიდულ” კლუბში გადასვლასთან ერთ ნაბიჯშია

“ლივერპულმა” მამარდაშვილის სანაცვლოდ “ვალენსიას” გაუმჯობესებული შეთავაზება გაუკეთა, ამის შესახებ ინფორმაციას Relevo ავრცელებს.
წყაროს ცნობით, “ღამურებმა” “სქაუზრების” 30 და 35 მილიონიანი შეთავაზებები დაბლოკეს, რადგან ესპანური კლუბი 40 მილიონს ითხოვს.
გამოცემის ინფორმაციით, “ლივერპული” აღნიშნული თანხის გადახდაზე თანახმაა და “ვალენსიას” შეთავაზებაც გაუგზავნა, თუმცა “ღამურების” პასუხი ჯერჯერობით უცნობია.
გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ “ბორნმუთს”, სადაც “მამარდას” განათხოვრებას “მერსისაიდელები” გეგმავენ, სიტუაციის რაც შეიძლება სწრაფად გარკვევა სურთ, წინააღმდეგ შემთხვევაში “ალუბლები” არჩევანს სხვა მეკარეზე შეაჩერებენ.
Relevo-ს ინფორმაციით, “ლივერპულის” წინადადებაზე “ვალენსიას” პასუხი უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში