Football Insider-ის ცნობით, “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელის არნე სლოტის ერთ-ერთმა ასისტენტმა ჯონი ჰეიტინგამ შესაძლოა, ინგლისის ჩემპიონშიპის ბინადარი “ვესტ ბრომვიჩი” ჩაიბაროს.
“ალბიონი” ახლახანს დამრიგებელმა კარლოს კორბერანმა დატოვა, რომელმაც “ვალენსიას” მიაშურა და კლუბს ახალი მწვრთნელი ესაჭიროება.
ჰეიტინგას დამოუკიდებლად სამწვრთნელო პრაქტიკა არ გააჩნია. ის “აიაქსის” ახალგაზრდულ გუნდებს ხელმძღვანელობდა და “ვესტ ჰემში” დევიდ მოიესის ასისტენტი გახლდათ.
“ლივერპულში” არნე სლოტის დანიშვნის შემდეგ კი ის ნიდერლანდელი თანამემამულეს ერთ-ერთი თანაშემწეა.