“ლივერპულის” მცველმა შეიძლება კვარაცხელიასთან ერთად ითამაშოს

ESPN-ის ცნობით, საფრანგეთის ნაკრების 25 წლის ცენტრალური მცველი იბრაჰიმა კონატე შეიძლება პსჟ-ში გადავიდეს.
პარიზში დაბადებულ კონატეს “ლივერპულთან” კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, გახანგრძლივება შესთავაზეს, მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, არ დათანხმდება, ვინაიდან კარიერის “პარი სენ ჟერმენში” გაგრძელება სურს.
ამ სეზონში კონატემ ყველა ტურნირზე 33 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 50 მილიონი ევროა.
ასე რომ, არაა გამორიცხული, მალე მან ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად ითამაშოს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში