“ლივერპულის” ისტორიაში ყველაზე ცუდი მწვრთნელია” – რუმინეთის ნაკრების ყოფილი მეკარე იურგენ კლოპზე

რუმინეთის ნაკრების ყოფილმა მეკარემ ფლორინ პრუნეამ iAMsport-თან ინტერვიუში “ლივერპულის” ლეგენდარული მწვრთნელი იურგენ კლოპი გააკრიტიკა.
მისი თქმით, გერმანელი “მერსისაიდული” კლუბის ისტორიაში ყველაზე ცუდი მწვრთნელია.
“ამ თუთიყუშზე საუბარი არ მსურს, ის “ლივერპულის” ისტორიაში ყველაზე ცუდი მწვრთნელია. ის “ზალცბურგში” იმისთვის მოვიდა, რომ რაღაცები აერია და ფული ეშოვა. (კლოპი ზალცბურგში არ მუშაობდა. შესაძლოა, ეს მის Red Bull Sports-ში ადმინისტრაციულ თანამდებობაზე გადასვლას გულისხმობდეს.) ის საზიზღარი მწვრთნელია, არასდროს მომწონდა. ვერ ვიტანდი”, – განაცხადა პრუნეამ, რომელსაც რუმინეთის ნაკრებში 41 მატჩი აქვს ჩატარებული.
რა თქმა უნდა, ეს განცხადება უცნაურია, რადგან იურგენ კლოპმა წითლების სათავეში რვა ტიტულის მოგება მოახერხა.
პრემიერ ლიგა (2020), ჩემპიონთა ლიგა (2019), ევროპის სუპერთასი (2019), მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი (2019), ქომიუნითი შილდი (ინგლისის სუპერთასი, 2020), ინგლისის თასი (2022) და ორი კარაბაოს თასი(2022, 2024).
ჯამში მერსისაიდულ გუნდს კლოპი 491 მატჩში გაუძღვა, საიდანაც ლივერპულმა 299 გამარჯვება მოიპოვა, 109 ფრე ითამაშა და 83-ჯერ დამარცხდა.
“ვის ადარდებს, რომ რუსული პასპორტი მაქვს?! გავაგზავნე მონაცემები და…” – როგორ მოხვდა რუსი მუსიკოსი თურქეთთან მატჩზე ქართველი ფანების სექტორში და რას ჰყვება ის
ინფორმაცია ტყუილი აღმოჩნდა – კლოპი “რომას” არ გაწვრთნის
“არავითარი კლოპი, “ნაპოლი” მან უნდა ჩაიბაროს” – ფედელემ დე ლაურენტისს კიდევ ერთი რჩევა მისცა
“მისი მსგავსი ფეხბურთელი საუკუნეში ერთხელ იბადება” – იურგენ კლოპმა ფლორიან ვირცს რჩევა მისცა
“კლოპი უკმაყოფილოა? იცით, რას გეტყვით?” – ვენგერმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის კრიტიკოსებს უპასუხა
“ჩვენ ჩვენი შანსები ვერ გამოვიყენეთ” – სლოტი “ჩელსისთან” მარცხის შემდეგ
La Stampa: კლოპმა შეთანხმმებას მიაღწია და სერია A-ს კლუბს ჩაიბარებს
“ერთადერთი პოზიტივი ამ მატჩიდან მამარდაშვილი იყო” – როგორ ეხმაურებიან “ლივერპულის” ფანები ქართველი მეკარის თამაშს?
[PHOTO] კლოპი: 25 წელიწადში ორ ქორწილში ვიყავი, ერთი ჩემი იყო
“მას შემდეგ, რაც პსჟ-ს მწვრთნელი ვარ, ყველაზე მეტად მათ წინააღმდეგ გაგვიჭირდა” – ლუის ენრიკემ მეტოქე გამოარჩია