“ლივერპულის” დიდებული ჟესტი ჟოტას ოჯახის მიმართ

“ლივერპული” ტრაგიკულად დაღუპულ დიოგო ჟოტას ოჯახს ონტრაქტის ბოლო ორი წლის თანხას სრულად გადასცემს და მისი შვილების სწავლას სრულად დააფინანსებს, ამის შესახებ ინფორმაციას Record-ი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ შემთხვევა ესპანეთში, ზამორას პროვინციაში მოხდა. პორტუგალიელი მეგობრის ქორწილში იმყოფებოდა და შემდეგ ინგლისში ბრუნდებოდა, რადგან “ლივერპულთან” ერთად წინასასეზონო მომზადება გაეარა, იგი სანტანდერში ავტომობილით უნდა ჩასულიყო და შემდგომ გემით სამხრეთ ინგლისში გადასულიყო. თავდამსხმელს თვითმფრინავით მგზავრობა ცოტა ხნის წინ ფილტვზე გაკეთებული ოპერაციის გამო არ შეეძლო – ექიმებმა მას ფრენისგან თავის შეკავება ურჩიეს.
ავარია A-52 ავტომაგისტრალის 65-ე კილომეტრზე, ბენავენტეს მიმართულებით, სამორას რეგიონში, სანაბრიასთან ახლოს მოხდა.
რამდენიმე წყაროს ინფორმაციით, ლამბორგინის მარკის მანქანას, რომელსაც დიოგუ დიდი სისწრაფით მართავდა საბურავი გაუსკდა, გზიდან ხევში გადავარდა, გადაბრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა.
ჟოტა “მერსისაიდელთა” რიგებში 2020 წლიდან გამოდიოდა, ამ პერიოდის განმავლობაში პორტუგალიელმა “ლივერპულში” 123 მატჩი გამართა და 47 გოლი გაიტანა. დიოგუ სხვადასხვა დროს “პაკოშ დე ფერეირას”, მადრიდის “ატლეტიკოს”, პორტუსა” და “ვულვზის” ღირსებას იცავდა.
· . ბრავო ლივერპულ!აქამდეც ინგლისში ჩემთვის გამორჩეული კლუბი იყო,მაგრამ ახლა პატივისცემა გამიორმაგდა.როცა კლუბს ასეთი ხელმძღვანელობა ჰყავს,წარმატებები ალალია.ეს პსჟს ხელმძღანელობასაც ეხება,რომელიც რთულ მომენტში ლიონს დაეხმარა,უეფასა და საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციისაგან განსხვავებით.
“ლივერპულიდან” “ლევერკუზენში” – ქვანსა ბუნდესლიგაში გადაბარგდა
ოფიციალურად: მამარდაშვილს “ლივერპულის” მეკარის სტატუსი მიენიჭა და ცნობილია, როდის შეუერთდება ახალ გუნდს
“ლივერპულმა” ალისონისა და მამარდაშვილისთვის დუბლიორი დაიმატა
“ლივერპულმა” ჟოტას გარდაცვალების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა