“ლივერპულთან” ძალიან ახლოს – მამარდაშვილის ინგლისურ გრანდში ტრანსფერამდე ერთი ნაბიჯი აშორებს

ესპანური Revelo-ს ცნობით, “ლივერპულმა” “ვალენსიას” ქართველი მეკარის გიორგი მამარდაშვილის სანაცვლოდ ოფიციალური წინადადება გაუკეთა და ეს 35 მილიონი ევროა.
გუშინ ბრიტანული სანდო გამოცემა Metro წერდა, რომ ინგლისელებმა და ესპანელებმა წინასწარი მოლაპარაკებები გამართეს და “მერსისაიდელები” ოფიციალური შეთავაზებით 72 საათში დაბრუნდებოდნენ.
Revelo გვაუწყებს, რომ ახლა საბოლოო სიტყვა “ღამურების” პრეზიდენტმა პიტერ ლიმმა უნდა თქვას, თავად ქართველ მეკარეს “ენფილდზე” გადაბარგება კი ძალიან უნდა.
მოგეხსენებათ, “ლივერპული” 1 სეზონით მამარდაშვილის განათხოვრებას პრემიერ ლიგის რომელიმე გუნდში აპირებს, რათა ინგლისურ ფეხბურთს ალღო აუღოს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში