ლიეტუვის საპრეზიდენტო არჩევნებში, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ გაიმარჯვა

ლიეტუვის საპრეზიდენტო არჩევნებში, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ გაიმარჯვა.
მედიის ცნობით, საარჩევნო უბნების, თითქმის, 90% ბიულეტენების დათვლის შემდეგ, ნაუსედამ ხმების, დაახლოებით, სამი მეოთხედი დააგროვა. მეორე ადგილზე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ინგრიდა შიმონიტეა.
გიტანას ნაუსედამ ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში შეკრებილ მხარდამჭერებს განუცხადა, რომ გააგრძელებს მუშაობას ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაზე.
„ლიეტუვის დამოუკიდებლობა და თავისუფლება ჰგავს მყიფე ჭურჭელს, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ და არ გავტეხოთ,“ – განაცხადა ნაუსედამ.