„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას ვგმობთ, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო „ქართულ ოცნებას“ სთხოვს, „მიმდინარე რეპრესიები“ შეწყვიტოს.
„ჩვენ ვგმობთ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას და მოვითხოვთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიები შეწყვიტოს. ჩვენ ევროპული ღირებულებების დამცველ ქართველ ხალხს სოლიდარობას ვუცხადებთ“, – წერს ლიეტუვის საგარეო უწყება.
