ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი – პირველი მესიჯი: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უკრაინა 2030 წლის 1-ელ იანვრამდე ევროკავშირში გვყავდეს – მეორე მესიჯი: პასუხს ვაგებინეთ რუსეთს აგრესიის დანაშაულისთვის

რამდენიმე მესიჯი, რასაც დღეს ყველა ერთად ვაგზავნით: პირველი არის ის, რომ ევროპას ეკუთვნის და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მხარი დაგიჭიროთ ამ გზაზე და რომ უკრაინა 2030 წლის 1-ელ იანვრამდე ევროკავშირში გვყავდეს, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კიასტუტის ბუდრისმა უკრაინის ქალაქ ლვოვში განაცხადა, სადაც ის, ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად იმყოფება.
მისი თქმით, მეორე გზავნილი არის ის, რომ პასუხს აგებინებენ რუსეთს აგრესიის დანაშაულისთვის.
„მეორე მესიჯი და ეს არ არის მხოლოდ თქვენთვის, არამედ დანარჩენი მსოფლიოსთვისაც და განსაკუთრებით სთვის, არის : ჩვენ პასუხს ვაგებინეთ რუსეთს აგრესიის დანაშაულისთვის. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ აგრესია აღარ განმეორდეს. ჩვენ ამის გაკეთების შანსი ხელიდან გავუშვით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ხელიდან გავუშვით შანსი, გაგვეკეთებინა ეს კომუნიზმთან დაკავშირებით. ახლა ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნების მომავლისთვის და კაცობრიობის მომავლისთვის“, – აღნიშნა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.