ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი – ნაყოფიერი შეხვედრისთვის მარკო რუბიოს მადლიერი ვარ – კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ ჩვენი კომპასი ერთსა და იმავე მიმართულებას აჩვენებს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი -ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს შეხვდა, – ინფორმაციას კიასტუტის ბუდრისი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ლიეტუვას შორის სტრატეგიული პარტნიორობა მტკიცეა. დღევანდელი ნაყოფიერი შეხვედრისთვის მარკო რუბიოს მადლიერი ვარ. კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ ჩვენი კომპასი ერთსა და იმავე მიმართულებას აჩვენებს: ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისკენ. სახელმწიფო მდივანს მადლობა გადავუხადე ლიეტუვაში -ის ძალების ყოფნისთვის, რაც ს წინააღმდეგ მნიშვნელოვანი შემაკავებელი და მოკავშირეების ერთიანობის ძლიერი სიმბოლოა“, – წერს ბუდრისი X-ზე.
მისი თქმით, „ლიეტუვა აშშ-სთან უსაფრთხოების, ენერგეტიკისა და ეკონომიკის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზადაა“.
„ერთად, უკრაინის გვერდით მყარად ვდგავართ“, – აცხადებს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ALDE იმაზე უფრო უნდა წუხდეს, რომ მისი პარტიის ერთ-ერთ ლიდერი ტერორისტულ აქტს აწყობდა სასამართლოს შენობაში, თუმცა სიყალბეზე დაყრდნობით ცდილობს, აქცენტები გადაიტანოს – ეს მეტყველებს მათ ტრაგიკულ მდგომარეობაზე

თენგიზ შარმანაშვილი BBC-ის მასალაზე – მიხვდნენ, რომ „ნაცებს“ დაუდასტურდებათ ამ ნივთიერების შესყიდვა და ახალი ბოდვა დაიწყეს – რა თქმა უნდა, ვახტანგ გომელაურიც გამოიკითხება და დადგინდება, დახვდა თუ არა მას ეს მარაგები