ლიეტუვის საგარეო: მკაცრად ვგმობთ რეპრესიებს საქართველოში

ყოველდღიურად სულ უფრო მეტი ოპოზიციონერი ლიდერის დაპატიმრების ფონზე, მკაცრად ვგმობთ რეპრესიებს საქართველოში. „ქართული ოცნების“ ქმედებები არღვევს იმ ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებზეც ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობაა აგებული. პოლიტიკურად დევნილი აქტივისტები უნდა გათავისუფლდნენ, რეალური დამნაშავეები კი სანქციების პირისპირ უნდა აღმოჩნდნენ.