ლიეტუვის საგარეო: გვარამიას დაპატიმრება EU-ის წევრი სახელმწიფოებისგან რეაგირებას მოითხოვს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერის, ს დაპატიმრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
უწყება აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” ეს ნაბიჯი ევროკავშირის წევრი ყველა სახელმწიფოსგან მყისიერ რეაგირებას მოითხოვს და აღნიშნული საკითხი ივნისში გასამართ საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე სერიოზული დისკუსიის საგანი უნდა იყოს.
“ქართული ოცნების” ბოლო გადაწყვეტილება, მისი პოლიტიკური ოპონენტისა და “კოალიცია ცვლილებებისთვის” პარტიის ლიდერის, ნიკა გვარამიას დაპატიმრების შესახებ, ნათელი დემონსტრირებაა იმისა, თუ სინამდვილეში რას წარმოადგენს ეს პოლიტიკური ერთეული.
ეს ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოსგან ძლიერ და მყისიერ რეაგირებას მოითხოვს და ივნისის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთქმედების სამომავლო ჩარჩოს ეხება, სერიოზულ დისკუსიის საგანი უნდა გახდეს. დროული პასუხის არარსებობა არ გამორიცხავს მოქმედების პასუხისმგებლობას”, – წერია ლიეტუვის საგარეოს განცხადებაში.