მხოლოდ რუსეთია დამნაშავე იმაში, რაც მის ტერიტორიაზე ხდება, – ამის შესახებ ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა ინგრიდა შიმონიტემ უკრაინისა და პოლონეთის პრეზიდენტებთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„რუსეთმა დაიწყო ეს ომი. უკრაინა თავს იცავს. ხანდახან მაკვირვებს, რომ ხალხი ფიქრობს რაკი უკრაინა რუსეთის შეჭრის მსხვერპლი გახდა, მაშინ ომი მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე შეიძლება გრძელდებოდეს. ეს ასე არ უნდა გამოიყურებოდეს, ვინაიდან უბრალოდ არასამართლიანია. ამიტომ, რა თქმა უნდა, რუსებს აკისრიათ რისკები და პასუხისმგებლობა იმაზე, თუ რა შეიძლება მოხდეს მათ ტერიტორიაზე”, – განაცხადა შიმონიტემ.
მან აღნიშნა, რომ ყველა დიდი ყურადღებით აკვირდება იმას, თუ რა ხდება კურსკის ოლქში და ყველა ხედავს, რომ პუტინი არ დარდობს „საკუთარ ხალხსა და საკუთარ საზღვრებზე”.
„ის ძალიან დიდად არ დარდობს საკუთარი ხალხის დაცვაზე, ვინაიდან ადამიანის სიცოცხლის ფასი რუსეთში სრულიად სხვაა, ვიდრე სიცოცხლის ფასი ყველა ჩვენს სახელმწიფოში. და პასუხი ძალიან მარტივია: რუსეთს შეუძლია შეწყვიტოს ყველა ეს ოპერაცია კურსკში, სადაც უნდა. შეუძლია უბრალოდ გავიდეს [უკრაინის ტერიტორიიდან], ომი შეწყვიტოს”, – განაცხადა შიმონიტემ.