ლიეტუვის პრემიერი კიევში ჩავიდა რუსეთის არმიის მიერ უკრაინის ინტენსიური დაბომბვის ფონზე

24 ნოემბერს, ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი, ინგრიდა შიმონიტე კიევში ჩავიდა უკრაინის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებისთვის, რადგან ქვეყნის ელექტროენერგიით მომარაგება შეფერხდა.
“… კიევში პატივი მივაგე კაცებსა და ქალებს, რომელთაც თავიანთი სიცოცხლე შესწირეს ერის ყველაზე ფუნდამენტური უფლებების დაცვას: არსებობას და ცხოვრებას თავისუფლების პირობებში”, დაწერა შიმონიტემ X-ზე, ყოფილ Twitter-ზე, და დაურთო ფოტო, რომელზეც ის გვირგვინით ამკობს იმ უკრაინელებისადმი მიძღვნილ მემორიალს, რომლებიც თავიანთ ქვეყანას რუსეთთან ომში იცავდნენ. ”
“მათ თავიანთი სიცოცხლე ყველა ჩვენგანის დასაცავადაც გაწირეს”, დაწერა შიმონიტემ და დასძინა: “ერთადერთი გზა გრძელვადიანი და სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად არის უკრაინის დახმარება, რომ მან, რაც შეიძლება მალე გაიმარჯვოს, სრულად აღიდგინოს თავისი ტერიტორიული მთლიანობა, ემსახუროს საერთაშორისო მართლმსაჯულებას და უფრო აღდგენის შემდეგ იყოს უფრო ძლიერი“.
ლიეტუვის მედიამ 23 ნოემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ შიმონიტე ოთხ დღეს გაატარებს ში, თუმცა მისი გრაფიკის დეტალები არ დაუზუსტებია.
ამავე დროს, რეგიონული ხელისუფლებისა და სამხედროების თქმით, 24 ნოემბერს გრძელდებოდა დაბომბვა ს მხრიდან და უპილოტო საფრენი მოწყობილობების დარტყმები სამოქალაქო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე.
24 ნოემბრის მონაცემებით, უამინდობის, ტექნიკური დარღვევებისა და საომარი მოქმედებების გამო უკრაინაში 635 დასახლებულ პუნქტს არ მიეწოდება ელექტროენერგია. ურთულესი ვითარებაა ლვოვის, ვოლინის და ივანო-ფრანკოვსკის რეგიონებში. დნეპროპეტროვსკის რეგიონში, ტექნიკური მიზეზების გამო, თითქმის 46 ათას აბონენტს არ მიეწოდება ელექტროენერგია, მაგრამ აღდგენითი სამუშაოების შედეგად ბევრგან აღდგა ენერგიით მომარაგება.
უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებების გამო ხარკოვის რეგიონში დღის განმავლობაში ორი დაბალი წნევის გაზსადენი დაზიანდა. სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ რუსულმა ჯარებმა ცეცხლი გაუხსნეს ელექტროენერგიის წარმოების ობიექტს ქვეყნის სამხრეთით, რის შედეგადაც დაზიანდა მისი აღჭურვილობა, მსხვერპლი არ ყოფილა.

ასევე დაგაინტერესებთ