ლიეტუვის პრეზიდენტი – რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ საბოლოო სიტყვა უკრაინამ უნდა თქვას

ლიეტუვის პრეზიდენტის გიტანას ნაუსედას განცხადებით, რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ საბოლოო სიტყვა მ უნდა თქვას.
„მოლაპარაკებების დაწყების შესახებ საბოლოო სიტყვა უკრაინას უნდა დარჩეს. ქვეყანას, რომელმაც უამრავი მსხვერპლი გაიღო და ბევრი დაკარგა, მორალური უფლება აქვს, რომ დამოუკიდებლად გადაწყვიტოს დაიწყებს თუ არა მოლაპარაკებებს და რა პირობებით აწარმოებს მას. ამ საკითხში გადამწყვეტი ხმის უფლება სხვას არავის აქვს“, – განაცხადა ნაუსედამ.
ლიეტუვის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თუ უახლოეს თვეებში ფრონტის ხაზზე ვითარება არ შეიცვლება, მაშინ ომი ხანგრძლივი, დამღლელი და პოზიციური გახდება.
„ფაქტობრივად, ეს უკვე ასეა. ჩვენ ვიმედოვნებდით, რომ უკრაინის კონტრშეტევა სხვაგვარ გავლენას მოახდენდა. რუსეთს, რა თქმა უნდა, საკუთარი მოსახლეობის აზრის მიუხედავად, რესურსებისა და ხალხის მობილიზება და ყველაფრის სამხედრო მიზნებისკენ მიმართვა შეუძლია. სხვა სახელმწიფოების შესაძლებლობები უფრო მეტად შეზღუდულია, უბრალოდ იმიტომ, რომ ისინი დემოკრატიულ საზოგადოებებს წარმოადგენენ. ეს ყველაფერი ფაქტორებია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ უკრაინის დამარცხებაზე არ ვსაუბრობთ, ჩვენ ომის სცენარზე ვსაუბრობთ, რომელიც უკრაინისთვის არასახარბიელოა“, – აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა.
გიტანას ნაუსედას თქმით, დროის მოსაპოვებლად რუსეთმა შესაძლოა მოლაპარაკებების ინიციატივის იმიტაცია შექმნას, მაგრამ ეს მხოლოდ ტაქტიკური ხრიკები იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება