ლიეტუვის პრეზიდენტი – ვილნიუსში მომხდარი ავიაკატასტროფის რაიმე კონკრეტულ ვერსიაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, ბუნებრივია, რომ დივერსია გამორიცხული არ არის

ვილნიუსში მომხდარი ავიაკატასტროფის რაიმე კონკრეტულ ვერსიაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, ბუნებრივია, რომ დივერსია გამორიცხული არ არის, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა.
„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბუნებრივია, რომ დივერსიის შესაძლებლობა არსებობს, ეს გამორიცხული არ არის. ამიტომ, ამის სერიოზულად გამოძიება მოხდება“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.
მისივე თქმით, ს დესტრუქციული ქცევები ყველა ავიაკატასტროფის ს სპეცსამსახურების შესაძლო ჩარევის ვერსიის პრიზმაში დანახვას იწვევს.
„რუსეთი ისეთი სახელმწიფოა, რომ ამ მასშტაბის კატასტროფებში მისი როლის გათვალისწინება თითქმის ყველა შემთხვევაში უნდა მოხდეს“, – აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, ესპანური ავიაკომპანია Swiftair-ის თვითმფრინავი, რომელიც გერმანული კომპანია DHL-ისთვის ფრენას ახორციელებდა, გუშინ ვილნიუსის აეროპორტთან ახლოს ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად თვითმფრინავის ერთი პილოტი დაიღუპა, ეკიპაჟის სამი წევრის გადარჩენა კი მოხერხდა.