ლიეტუვის პარლამენტის არჩევნების პირველი ტურის შედეგად ოპოზიცია ლიდერობს

ლიეტუვის პარლამენტის ს წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ტურში ყველაზე მეტი ხმა, დაახლოებით 20% ოპოზიციურმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ მიიღო.
ლიეტუვის საარჩევნო ადმინისტრაციის მონაცემებით, ქრისტიან-დემოკრატების მმართველი კონსერვატიული პარტია ხმების დაახლოებით 18%-ით მეორე ადგილზეა. დაახლოებით 15% მიიღო პოპულისტურმა პარტიამ „ნემანის განთიადი“.
საპარლამენტო არჩევნებში 14 პარტია და ერთი კოალიცია მონაწილეობდა. გამოცემა Delfi კენჭისყრის წინასწარ ოფიციალურ შედეგებზე დაყრდნობით წერს, რომ 5%-იანი ბარიერი გადალახეს დემოკრატების კავშირმა, ლიბერალების მოძრაობამ და ფერმერების და „მწვანეების“ კავშირმა.
13 ოქტომბერს ჩატარებული კენჭისყრის პირველ ტურში ამომრჩეველთა აქტივობა 52,06% იყო.
ლიეტუვის პარლამენტის, სეიმის არჩევნების პირველი ტურის შედეგად 141-დან 70 მანდატი განაწილდა. კიდევ 71 მანდატისთვის კენჭისყრა 27 ოქტომბერს ჩატარდება და მასში მონაწილეობას მიიღებენ პირველ და მეორე ადგილზე მყოფი პარტიები.
ნატოს და ევროკავშირის წევრი ლიეტუვა უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია და ამ ქვეყნის წინააღმდეგ რუსეთს ომს საკუთარი უსაფრთხოებისთვისაც პირდაპირ რისკად განიხილავს.
საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში პირველ ადგილზე გასული სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ვილია ბლინკევიჩუტემ ტელეკომპანია LRT-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ლიეტუვის საგარეო პოლიტიკა არ შეიცვლება და უკრაინის დახმარება პრიორიტეტად დარჩება.

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი – ეს მოღალატეები ოკუპანტებს, ჩვენი ხალხის მწამებლებს ბოდიშს უხდიან – ჩვენი მტრებისთვის ბოდიშის მოხდას მე არ ვაპირებ, შერიგებაც მოხდება, მაგრამ ეს ორმხრივი ამბავი იქნება და არა ისე, რომ ვინმეს თავი დავუხაროთ