ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი: …შეგვიძლია, უკრაინაში რამდენიმე ასეული ჯარისკაცი გავგზავნოთ

“ზუსტი დეტალების თქმა არ შემიძლია, ჩვენ ჯერ კიდევ დისკუსიის პროცესში ვართ. ჩვენ აუცილებლად შევიტანთ წვლილს უსაფრთხოების გარანტიებში. მშვიდობა თუ იქნება, შეგვიძლია, უკრაინაში რამდენიმე ასეული ჯარისკაცი გავგზავნოთ” – განაცხადა ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა, რობერტას კაუნასმა
„არ მინდა, რამეზე ყურადღების გამახვილება, რათა მოგვიანებით ეს ტყუილს არ დაემსგავსოს. თავადაც ხედავთ, როგორ იცვლება გეოპოლიტიკური სიტუაცია, როგორ იცვლება ის სხვადასხვა მიმართულებით. ყველაზე მნიშვნელოვანი არის საერთო მიზნის შეთანხმება, რომ ლიეტუვა, ევროპა და ამერიკა, უკრაინასთან ერთად, ყველა ღონეს ხმარობენ მშვიდობის მისაღწევად და უზრუნველსაყოფად“ – თქვა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი მაიკლ გალერის განცხადებაზე: ამგვარი ბრიყვული ენის გამოყენება საქართველოს ლიდერებს კი არ ამცირებს, ჩირქს სცხებს ქვეყანას, რომელსაც ის წარმოადგენს – ამ ატავისტური შეცდომის გამოსწორება ბოდიშის მოხდით და პოსტის წაშლითაა შესაძლებელი