ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა პარლამენტთან აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს – მოქალაქეები უცხოელ პოლიტიკოსებს შეძახილებით: „ევროპა“ შეხვდნენ

ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართეს.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე საგარეო საქმეთა მინისტრების მიმართვის შემდეგ საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები შესრულდა.
აქციის მონაწილეების მხრიდან ისმოდა შეძახილები: „ევროპა“.
მინისტრებმა ნანა მალაშხიას და ბიჭებს , რომლებიც ევროკავშირის და საქართველოს დროშებით სპეცრაზმის წინ იდგნენ, სიმბოლური საჩუქარები გადასცეს.
უცხოელი დიპლომატები თავდაპირველად გმირთა მოედნიდან პარლამენტის შენობისკენ მიმდინარე მოქალაქეების მსვლელობას შეუერთდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ