“ლიეტუვისა და ესტონეთის ელჩები და ლატვიის საელჩოს დროებითი რწმუნებული დავიბარეთ, შეშფოთება გამოვთქვით სანქციების გამო”

“ლიეტუვისა და ს ელჩები და ლატვიის საელჩოს დროებითი რწმუნებული დავიბარეთ, შეშფოთება გამოვთქვით სანქციების გამო”
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უწყებაში ესტონეთისა და ლიეტუვის ელჩები და ლატვიის საელჩოს დროებითი რწმუნებული დაიბარეს.
მათი თქმით, შეხვედრაზე საქართველოს ხელისუფლების ხელმძღვანელი პირებისა და სამართალდამცველების დასანქცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს.
“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში ლიეტუვის, ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები და ლატვიის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, დარიუს ვიტკაუსკასი, მარგე მარდისალუ-კაჰარი და ლოლიტა ლენკევიჩი დაიბარეს.
შეხვედრაზე შეშფოთება გამოითქვა სამი ქვეყნის მიერ, საქართველოს ხელისუფლების ხელმძღვანელი პირებისა და სამართალდამცველების დასანქცირების შესახებ გაკეთებული განცხადების გამო. აღინიშნა, რომ ეს ნაბიჯი არ შეესაბამება ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობების ჩარჩოებს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო არის საერთაშორისო ნორმების ერთგული და საქართველოს სახელმწიფო ორგანოები მოქმედებენ კონსტიტუციისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, იმისათვის რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება”, – ნათქვამია განცხადებაში.
გუშინ, ივანიშვილს, გომელაურსა და -ს მაღალჩინოსნებს ბალტიისპირეთის ქვეყნებმა სავიზო სანქციები დაუწესა.