ლიეტუველმა ფსიქიატრმა, რომელიც „ჰომოსექსუალებს მკურნალობდა“, ლიცენზია შეინარჩუნა

ექიმი-ფსიქიატრი, ალექსანდრე ალექსეიჩიკას-კირინოვასი მედიასთან ინტერვიუში ამტკიცებდა, რომ საბჭოთა ოკუპაციის დროს, „ჰომოსექსუალებს მკურნალობდა“ და ამ საქმიანობას ლიეტუვას მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც განაგრძობდა. სამედიცინო კომისიამ აღიარა, რომ მან ეთიკური სტანდარტები დაარღვია, მაგრამ უფრო მკაცრი სასჯელის გამოტანის რეკომენდაციის გაცემაზე უარი თქვა.
პარასკევს, 8 ნოემბერს, ლიეტუვას ბიოეთიკის კომიტეტმა აღნიშნა, რომ ლგბტქ+ საზოგადოების შესახებ გაკეთებული განცხადებებით, ექიმმა ეთიკური პრინციპები დაარღვია და რეკომენდაცია მისცა მას, მსგავსი დისკრიმინაციული ქმედებისგან მომავალში თავი შეიკავოს.
ფსიქიკური ჯანმრთელობის ვილნიუსის საქალაქო ცენტრმა, სადაც ალექსეიჩიკას-კირინოვასია დამსაქმებელი, ადრე გავრცელებულ განცხადებაში ხაზი გაუსვა, რომ მათი ექიმის განცხადებები მისი პირადი პოზიციაა და დაწესებულებასთან არავითარი კავშირი არ აქვს.
ლიეტუვას ბიოეთიკის კომიტეტი ექიმს ივლისში დაუკავშირდა და თავისი განცხადებების განმარტება სთხოვა. მაშინ ალექსეიჩიკას-კირინოვასმა აღნიშნა, რომ მისი სიტყვები არასწორად იყო განმარტებული.
წყარო: 1 არხი