ლიეტუვა და ესტონეთი ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების ამკრძალავ კონვენციას ტოვებენ

ლიტვამ და ესტონეთმა გაერო გააფრთხილეს, რომ ტოვებენ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის კონვენციას.
ე.წ. ოტავის ხელშეკრულება კრძალავს ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების წარმოებას, გამოყენებას, შენახვას და გადაცემას. გარდა ამისა, ხელშეკრულების მონაწილეები ვალდებულებას იღებენ, გაანადგურონ ყველა უმართავი ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი, რომლებიც მათ მარაგშია.

საგარეო საქმეთა მინისტრმა კესტუტის ბუდრისმა აღნიშნა, რომ ლიეტუვას “არ აქვს ილუზიები – პუტინის ევროპისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში ყველაზე დიდი ეგზისტენციალური საფრთხეა”, ამიტომ ქვეყანა “მიღებს ყველა საჭირო ზომას თავისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად”.

ს საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ დაწერა, რომ „რუსეთის მიერ ში წარმოებული ომის გაკვეთილები გვიჩვენებს, რომ ჩვენი ქვეყნის უკეთ დასაცავად არ უნდა დავაწესოთ ცალმხრივი შეზღუდვები ისეთ შეიარაღებაზე, რომელთა არგამოყენებას მტერი არ აპირებს“.

ქვეყნები ოფიციალურად წყვეტენ ხელშეკრულებას გაეროს გაფრთხილებიდან ექვსი თვის შემდეგ.

ლატვია, ფინეთი და პოლონეთიც ასევე გავიდნენ ოტავის ხელშეკრულებიდან. ეს გადაწყვეტილება მათ ახსნეს რუსეთის აგრესიით, რომელმაც დაადასტურა, რომ კრემლი არ ცნობს სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიულ საზღვრებს და საერთაშორისო.
radiotavisupleba.ge