13 ოქტომბერს ლიეტუვაში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. საარჩევნო უბნები მთელი ქვეყნის მასშტაბით საღამოს 20 საათს დაიხურა. საერთო აქტივობამ, წინასწარი მონაცემებით, 52 პროცენტს გადააჭარბა.
მანამდე მოქალაქეებს ხმის მიცემა სამი დღით ადრე შეეძლოთ. ლიეტუვაში ამომრჩეველი ერთპალატიანი სეიმის 141 დეპუტატს ირჩევდა, 71 ადგილი გადანაწილდება ერთმანდატიან ოლქებში, 70-ი მრავალმანდატიან ოლქებში.
სახელმწიფო მოწყობით ლიეტუვა არის საპარლამენტო რესპუბლიკა, ქვეყანაში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი დებულებები განისაზღვრება დეპუტატების მიერ ჩამოყალიბებული მთავრობის მიერ. წელს სეიმში სულ 1,740 ადამიანი იყრიდა კენჭს, კანდიდატების სიები 14-მა პარტიამ და ერთმა კოალიციამ წარადგინა.
წელს აქტივობა უფრო მაღალია, ვიდრე წინა, COVID-19-ის პანდემიის დროს ჩატარებულ არჩევნებში. სოციოლოგიურ გამოკითხვები დამარცხებას უწინასწარმეტყველებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ კონსერვატიულ ძალას: „მამულის კავშირი-ლიეტუველი ქრისტიან-დემოკრატები“. ხმების დათვლის პროცეის შუაღამით უნდა დასრულდეს.