“ლიეტუვაში მოსაგებად წავალთ და ქულებით დავბრუნდებით” – რა ითქვა ბელარუსთან მატჩის შემდეგ

ქალთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, C ლიგის მეხუთე ტურში, საკუთარ მოედანზე ბელარუსთან 0:2 დამარცხების შემდეგ, კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ირის ანტმანმა და ფეხბურთელმა ნინო პასიკაშვილმა გააკეთეს.
ირის ანტმანი (ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “კარგი მატჩი ჩავატარეთ, თუმცა ბოლო წუთებზე ორი გოლი გავუშვით. გულდაწყვეტილები ვართ, რაც ნიშნავს, რომ ბოლო წუთებამდე თამი ვიყავით. გვქონდა გოლის გატანის რამდენიმე შანსი. ვფიქრობ, ბელარუსზე მეტიც. გოგონებმა ტაქტიკურად ძალიან კარგად ითამაშებს. ასეთი მატჩები განვითარების ნაწილი და ჩვენ ვაგრძელებთ ზრდას.
ლიეტუვაში გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფიდან გავალთ. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. გოგონები
მზად არიან ამისთვის. საოცარი მებრძოლები და ფეხბურთები არიან, რომლებიც ყოველთვის განვითარებაზე ფიქრობენ, რაც თამაშიდან თამაშამდე ჩანს. სწორედ ამიტომ, ისინი იმსახურებენ გამარჯვებას.
მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის. ისინი ძალიან ეხმარებიან გუნდს. მათთვის ლიეტუვაში მოსაგებად წავალთ და ქულებით დავბრუნდებით.”
ნინო პასიკაშვილი (ქალთა ნაკრების ფეხბურთელი): “დღევანდელი შედეგით, რა თქმა უნდა, კმაყოფილები არ ვართ. მეტის გაკეთება გვსურდა და თამაშის სცენარიდან გამომდინარე ასეთ დასასრულს ვერ წარმოვიდგენდით. სამწუხაროდ, დაცვაში შეცდომები დავუშვით, რაც შედეგზე აისახა. თუმცა, ამით არაფერი სრულდება. ლიეტუვაში სამი ქულისთვის ჩავდივართ, რადგან ჯგუფიდან გასვლას ვგეგმავთ”.
nakrebi.ge